ჩვენი სასტუმროები
საქართველო, თბილის, ბეშენოვას ქუჩა, 20
Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham
თბილისის ზღვის სანაპიროზე მდებარე Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham ერთადერთი სასტუმროა, რომელიც ამ უნიკალურ ადგილას მდებარეობს და გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას. სასტუმრო განთავსებულია მწვანე საკურორტო ზონაში, ზღვისა და ტყის ხედებით. იგი გამოირჩევა თავისი დიდი დაცული ტერიტორიით, სადაც 24/7-ზე მეთვალყურეობას აწარმოებს ჩვენი დაცვის დეპარტამენტი. სასტუმრო მდეგბარეობს 20 წუთის გზაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან. სასტუმრო განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის არის ერთადერთი საქართველოში, რომელიც მდებარეობს ამიერ კავკასიაში ყველაზე დიდ აკვაპარკთან და სპა ცენტრთან.
Gino Seaside Tbilisi-ში განთავსებულია 216 აპარტამენტის ტიპის ოთახი, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და იდეალურია როგორც ხანგრძლივი, ასევე მოკლე მოგზაურობებისთვის, იქნება ეს საოჯახო თუ საქმიანი ვიზიტი. სტუმრებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ გარე აუზით, ისადილონ ან ივახშმონ პანორამულ რესტორანში ზღვის ხედებით, ისარგებლონ რუმს სერვისით. სატუმროში ფუნქციონირებს 2 საკონფერენციო დარბაზი.
ერთგულების პროგრამა
ოთახის აღჭურვილობა
- ტორშერი
- აბაზანის სრული აღჭურვილობა
- დივანი
- Smart-TV
- ყავისა და ჩაის მოსამზადებელი აპარატურა
- ადაპტირებულია შშმ პირებისთვის
სასტუმროების ქსელი Gino სასტუმროები
- განსახლების პარამეტრები
- სასადილო
- ღონისძიებების სივრცეები
- საოჯახო მეგობრული თვისებები
- მდგრადობის ინიციატივები
- სპეციალური წვდომა
- ლოიალობის პროგრამები
ჩვენი სასტუმროები რუკაზე
სასტუმროების ქსელი Gino სასტუმროები
Gino Hotels წარმოადგენს სამ სასტუმროს: ერთ ხუთვარსკვლავიან და ორ ბუტიკის სტილის სასტუმროს.
Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham , არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ახლახანს გახდა Wyndham-ის ბრენდის წევრი. იგი მდებარეობს თბილისის ზღვაზე და აღჭურვილია 216 ბინის სტილის ოთახით, ორი საკონფერენციო დარბაზით, ერთი რესტორნით, ლობის ბარით და გარე აუზით.
Gino Wellness Mtskheta მდებარეობს ისტორიული ქალაქ მცხეთის ცენტრში, თბილისიდან 15 კილომეტრში. მას აქვს 22 ოთახი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გარე აუზი და სპა ველნესი სივრცეები.
Gino Wellness Rabati მდებარეობს ახალციხეში, ისტორიული რაბათის ციხის გულში. იგი გამოირჩევა უნიკალური ინტერიერით და კონცეფციით, გთავაზობთ 37 ოთახს, საკონფერენციო დარბაზს, რესტორანს, გარე ტერასას და სპა ველნესი სივრცეებს.