ჩვენი სასტუმროები
საქართველო, თბილის, ბეშენოვას ქუჩა, 20
Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham
თბილისის ზღვის სანაპიროზე მდებარე Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham ერთადერთი სასტუმროა, რომელიც ამ უნიკალურ ადგილას მდებარეობს და გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას. სასტუმრო განთავსებულია მწვანე საკურორტო ზონაში, ზღვისა და ტყის ხედებით. იგი გამოირჩევა თავისი დიდი დაცული ტერიტორიით, სადაც 24/7-ზე მეთვალყურეობას აწარმოებს ჩვენი დაცვის დეპარტამენტი. სასტუმრო მდეგბარეობს 20 წუთის გზაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან. სასტუმრო განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის არის ერთადერთი საქართველოში, რომელიც მდებარეობს ამიერ კავკასიაში ყველაზე დიდ აკვაპარკთან და სპა ცენტრთან.
Gino Seaside Tbilisi-ში განთავსებულია 216 აპარტამენტის ტიპის ოთახი, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და იდეალურია როგორც ხანგრძლივი, ასევე მოკლე მოგზაურობებისთვის, იქნება ეს საოჯახო თუ საქმიანი ვიზიტი. სტუმრებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ გარე აუზით, ისადილონ ან ივახშმონ პანორამულ რესტორანში ზღვის ხედებით, ისარგებლონ რუმს სერვისით. სატუმროში ფუნქციონირებს 2 საკონფერენციო დარბაზი.
საქართველო, ახალციხე, ხარიშირაშვილი E 691
Gino Wellness Rabath
Gino Wellness Rabath მდებარეობს საქართველოს ისტორიულ ქალაქ ახალციხეში, ცნობილ რაბათის ციხესიმაგრის შიგნით. ეს არის ერთადერთი სასტუმრო კავკასიის რეგიონში, რომელიც განთავსებულია ისტორიული ციხის ტერიტორიაზე. სასტუმრო გთავაზობთ თანამედროვე და კომფორტულ 37 ნომერს, რომელთა ნაწილი მოიცავს აივნებს ბაღის ხედებით. Gino Wellness Rabath-ის მთავარი უპირატესობებია სპა ცენტრი, რომელიც მოიცავს საუნას, ჯაკუზს და ცხელი აბაზანების სივრცეს. აქ ასევე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბაღში არსებულ BBQ ადგილებითა და ტერასაზე დასასვენებელი ზონებით. რესტორანში კი შეგიძლიათ გასინჯოთ როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო.
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, თბილის, დავით აღმაშენებლის ქუჩა, 37
Gino Wellness Mtskheta
Gino Wellness Mtskheta არის ბუტიკ სასტუმრო, რომელიც მდებარეობს საქართველოს უძველეს ისტორიულ ქალაქში, დედაქალაქ თბილისიდან 15 კმ-ში. Gino Wellness მცხეთას აქვს 22 ოთახი, თითოეული მათგანი გთავაზობთ სანახაობრივ ხედებს აივნებიდან, რომლებიც გადაჰყურებს ზედაზენის მთებს, სვეტიცხოველს და ჯვრის მონასტერს. სასტუმროს აქვს მრავალი ობიექტი: რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გარე აუზი და სპა ველნესი სივრცეები, ტერასები, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.
ერთგულების პროგრამა
- ტორშერი
- აბაზანის სრული აღჭურვილობა
- დივანი
- Smart-TV
- ყავისა და ჩაის მოსამზადებელი აპარატურა
- ადაპტირებულია შშმ პირებისთვის
სასტუმროების ქსელი Gino სასტუმროები
- განსახლების პარამეტრები
- სასადილო
- ღონისძიებების სივრცეები
- საოჯახო მეგობრული თვისებები
- მდგრადობის ინიციატივები
- სპეციალური წვდომა
- ლოიალობის პროგრამები
ჩვენი სასტუმროები რუკაზე
სასტუმროების ქსელი Gino სასტუმროები
Gino Hotels წარმოადგენს სამ სასტუმროს: ერთ ხუთვარსკვლავიან და ორ ბუტიკის სტილის სასტუმროს.
Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham , არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ახლახანს გახდა Wyndham-ის ბრენდის წევრი. იგი მდებარეობს თბილისის ზღვაზე და აღჭურვილია 216 ბინის სტილის ოთახით, ორი საკონფერენციო დარბაზით, ერთი რესტორნით, ლობის ბარით და გარე აუზით.
Gino Wellness Mtskheta მდებარეობს ისტორიული ქალაქ მცხეთის ცენტრში, თბილისიდან 15 კილომეტრში. მას აქვს 22 ოთახი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გარე აუზი და სპა ველნესი სივრცეები.
Gino Wellness Rabati მდებარეობს ახალციხეში, ისტორიული რაბათის ციხის გულში. იგი გამოირჩევა უნიკალური ინტერიერით და კონცეფციით, გთავაზობთ 37 ოთახს, საკონფერენციო დარბაზს, რესტორანს, გარე ტერასას და სპა ველნესი სივრცეებს.